დღის კადრი: ზაიონის ეფექტი -  ჟურნალისტებმა გოგა ბითაძეს ყურადღება არ მიაქციეს!
Aa
Aa

დღის კადრი: ზაიონის ეფექტი - ჟურნალისტებმა გოგა ბითაძეს ყურადღება არ მიაქციეს!

დღეს საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გოგას აშკარად არ გაუმართლა, რადგან მას პრესკონფერენციის გამართვა სავარაუდო პირველ პიკთან ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუწია.

როგორც მოგეხსენებათ, თითქმის ასი პროცენთით არის გადაწყვეტილი, რომ "ნიუ ორლეან პელიკანსი" ზაიონს დრაფტზე პირველ ნომრად აიყვას.

ზაიონის პოპულარობა შტატებში უსაზღვოა. ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, დრაფტზე ამხელა აჟიოტაჟი არცერთ მოთამაშეს არ გამოუწვევია.

აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ჟურნალისტების მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი და გოგა დაიჩაგრა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა კადრი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ნამდვილად საწყენია. ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ მარტო ზის გოგა ბითაძე და პრესის მთელი ყურადღება ზაიონისკენაა მიპყრობილი.

შეგახსენებთ, რომ გოგას მომავალს ყველაზე აქტიურად "სან ანტონიოს" უკავშირებენ, თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები