ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა! შემცვლელის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა! შემცვლელის ვინაობა ცნობილია

დღეს მოულოდნელად ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა.

ენრიკეს ადგილს დროებით მისი თანაშემწე რობერტო მორენო დაიკავებს.

რაც შეეხება მიზეზს თუ რატომ დატოვა ლუის ენრიკემ ნაკრები, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია და ეს მის პირად ცხოვრებას ეხება.

"ლუჩომ" ოჯახური პრობლემების გამო "ფურია როხა" დატოვა, ეს კი ნაკრებისთვის ბოლო 2 წელიწადში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გუნდი მოულოდნელად უმწვრთნელოდ რჩება. თუმცა ხულენ ლოპეტეგის საქციელთან ამის შედარება მაინც არასწორი იქნება.

ენრიკემ ნაკრების თავკაცის რანგში სულ 7 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, რომელთაგან "ფურია როხამ" 5 მოიგო და 2 დათმო.

რაც შეეხება ენრიკეს შემცვლელს მის თანაშემწეს, მორენომ შესაძლოა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე გაწვრთნას. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მას ენდობა და აცხადებს, რომ ის პოსტს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ჩათვლით, ანუ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ჩათვლით დაიკავებს. მას აქამდე მთავარი მწვრთნელის რანგში არ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები