არგენტინა - კოლუმბია 0 – 5! მატჩი, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო

სიახლე 19.06.2019
A+ A- 17:14

დიეგო მარადონამ ხელის მტევნები მკერდზე ერთმანეთის პარალელურად მიიბჯინა. ერთი მათგანი მან არგენტინასთან გააიგივა და განაცხადა: „ისტორიის შეცვლა შეუძლებელია! ჩვენ, არგენტინელები აქ ვართ"! „ფეხბურთის ღმერთმა“ მეორე ხელი დაახლოებით 15 სანტიმეტრით დაბლა ჩასწია და აღნიშნა: „კოლუმბია კი აქაა“!

ამ ჟესტით ყველაფერი ნათელი გახლდათ და „ელ დიეგოს“ განცხადება რეალობისგან შორს ნამდვილად არ ყოფილა. მაშინ "ალბისელესტე" ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და კოპა ამერიკის თოთხმეტგზის ტრიუმფატორი იყო. რაც შეეხება კოლუმბიას, „ლოს კაფეტეროსს“ სამხრეთ ამერიკაში წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა და მუნდიალზე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ნათამაშები. 

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრები, არგენტინის მსგავსად როჟე მილას კამერუნმა გაამწარა. „ალბისელესტე“ აფრიკელებთან ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა. „ლოს კაფეტეროსი“ კი ასპარეზობას პლეიოფში გამოეთიშა.

1991 და 1993 წლებში კოპა ამერიკის მიჯრით დასაკუთრების შემდეგ, არგენტინამ 1994 წლის მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად დაიწყო ბრძოლა. სამხრეთ ამერიკაში მაშინ ნაკრებებს ორ ჯგუფში ანაწილებდნენ. იმ სეზონში გუნდი, რომელიც A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, საგზურს ავტომატურად ინაღებდა. მეორეადგილოსანი კი პლეიოფში თამაშობდა. რაც შეეხება B ჯგუფს, აქ პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მუნდიალზე ავტომატურად ხვდებოდნენ.

არგენტინა აშკარა ფავორიტი გახლდათ და საფეხბურთო სამყარო დარწმუნებული იყო, რომ მას კონკურენციას ვერავინ გაუწევდა, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. ალფიო ოსკარ ბასილეს გუნდი 1993 წლის 15 აგვისტოს „ლოს კაფეტეროსს“ დაუპირისპირდა. არგენტინას კოლუმბიაში ჩასვლამდე 33 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა ჩინებულად იასპარეზეს და „ესტადიო მეტროპოლიტანოზე“ 2-1 იმარჯვეს.

ორივე გუნდს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ჯერ დასრულებული არაფერი იყო. განმეორებითი შეხვედრის წინ არგენტინა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებდა და კოლუმბიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა. „ალბისელესტეს“ საკუთარ კედლებში საკვალიფიკაციო ეტაპის არცერთი მატჩი ჰქონდა წაგებული და ბევრი თვლიდა, რომ ტრადიცია არც ამჯერად დაირღვეოდა.

თუმცა არგენტინამ ფრანსისკო მატურანას კოლექტივი სათანადოდ ვერ დააფასა. „ტოტალური ფეხბურთით“ შთაგონებული თავკაცის გუნდმა მაღალ პრესინგს მიმართა, ბურთის ფლობაზე გახლდათ ორიენტირებული და შეტევებისას კრეატიულობასა და სწრაფ ტემპს იდეალურად იყენებდა. „ლოს კაფეტეროსის“ ნახევარმცველი, ბარაბას გომესი იხსენებს: „მან ჩვენში ინდივიდუალიზმისა და საფეხბურთო ფანტაზიის გაღვიძება მოახერხა“.

რეალურად მატურანამ გაცილებით ბევრი გააკეთა. მისი წყალობით კოლუმბიური ფეხბურთი ნაჭუჭიდან გამოვიდა და თავისი იდენტობა იპოვა. იდენტობა, რომელსაც ამ ქვეყნის ნაკრები დღემდე ინარჩუნებს.

The Blizzard-თან საუბრისას მატურანამ განაცხადა: „სანამ ეროვნულ გუნდში მოვიდოდი კოლუმბიის ნაკრები სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩემი გაწვრთნილი ბიჭები კი იყენებდნენ სტილს, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირებულებებს იდეალურად გამოხატავდა - ბედნიერი და მეოცნებე ერი, რომლის შთაგონებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს“.

კოლუმბიური ფეხბურთისთვის არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება სწორედ იმ მომენტად იქცა, რომელმაც მომავალი თაობა შთააგონა!

მრისხანე კოლუმბია

მატჩი ორმხრივ შეტევებში დაიწყო. გაბრიელ ბატისტუტასა და რამონ მედინა ბელოს გოლის გატანა პირველივე წუთებზე შეეძლოთ, თუმცა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. კოლუმბიელებმა მათ ფაუსტინო ასპრილიას სოლორეიდით უპასუხეს. ამ უკანასკნელმა კარისკენ დარტყმაც განხორციელა, მაგრამ სერხიო გოიკოეჩეას კარის აღება ვერ მოახერხა.

შეხვედრას დიეგო მარადონაც დაესწრო. „ელ დიეგო“ დისკვალიფიციას იხდიდა და დაპირისპირებას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

ყველაფერი პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაიწყო.

ანგარიში ფრედი რინკონმა გახსნა, რომელიც „რეალში“, „ნაპოლში“ და ინტერპოლის ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში ირიცხებოდა. რინკონის გოლი ლეგენდარული კოლუმბიელის და გუნდის უდავო ლიდერის, კარლოს ვალდერამას დამსახურება გახლდათ.

გამორჩეული ვარცხნილობის მქონე ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ფრედის მისამართით მოკლე პასი გააკეთა, რომლითაც არგენტინის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა „თამაშგარეში“ დატოვა. რინკონი წინ გაიჭრა, მეკარე იოლად ჩამოიშორა და საკმაოდ ლამაზი გოლი შეაგდო. კოლუმბიამ პირველი ტაიმი დამსახურებულად მოიგო.

მეორე ნახევრის სტარტზე ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა არგენტინელ ფეხბურთელებს შეტევაში გადასვლისკენ მოუწოდა. "ტრიკოლორთან“ წაგების შემთხვევაში იყო შანსი „ალბისელესტე“ მუნდიალს მიღმა დარჩენილიყო. პარაგვაის პერუსთან რომ ემარჯვა სატურნირო ცხრილში არგენტინას გადაუსწრებდა!

რამდენიმე წამში მატურანას გუნდმა ქომაგები უფრო აანერვიულა. 49-ე წუთზე კოლუმბიამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 72-ზე კი ყველაფერი ნამდვილ კოშმარად იქცა. კოლუმბიელებმა მესამე შეაგდეს, რასაც რამდენიმე წამში მეოთხე მიაყოლეს. „ალბისელესტეს“ ტანჯვას წერტილი ვალენსიამ დაუსვა... საბოლოოდ „ლოს კაფეტეროსმა“ არგენტინა მიწასთან გაასწორა და 5-0 სძლია.

მასპინძლები სასოწარკვეთილები იყვნენ და ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებდნენ. დიეგო სიმეონემ მატჩის მთავარი არბიტრის, ერნესტო ფილიპის თვალწინ ვალენსიას იდაყვი უთავაზა. მსაჯი „ჩოლოსკენ“ მრისხანე სახით გაემართა, თუმცა რატომღაც მისთვის გაფრთხილება არ მიუცია. ცნობების თანახმად( დაზუსტებით ვერ ვიტყვით) ბარაბას გომესმა ფილიპის სთხოვა სიმეონე არ გაეგდო, რადგან არგენტინელებს განადგურების გასამართლებელი მიზეზი არ ჰქონოდათ. ერნესტოს პასუხი ასეთი გახლდათ: „კარგი, ოღონდ ამ ნაბიჭვრებს კიდევ ერთი გოლი გაუტანეთ“. 

გომესის უკან მაშინ მთელი სამხრეთ ამერიკა იდგა. ნაკრებები, რომლებსაც არგენტინის ქედმაღლობის ატანა აღარ შეეძლოთ!

„ალბისელესტეს“ ჭკუა ასწავლეს და მიწაზე დაანარცხეს! მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად არგენტინა იძულებული გახდა ინტერკონტინენტალურ პლეიოფში მიეღო მონაწილეობა. „იმ შეხვედრის გახსენება არ მინდა! ის მატჩი ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო. დღე, როდესაც საფლავის გათხრა და ჩემი თავის დამარხვა მსურდა“ - აცხადებს შერცხვენილი ალფიო ოსკარ ბასილე.

კოლუმბიის თამაშით გულშემატკივარმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. ეს გახლდათ სამარადისო ცეკვა, რომლისთვის საჭირო მუსიკას ფეხბურთელები ქმნიდნენ.

კოლუმბიურ ფეხბურთში კი არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება სამუდამოდ დარჩება!

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილ...

ფეხბურთის ქომაგებს უამრავი ჯადოსნური გოლი უნახავთ, რომლის დავიწყებაც უბრალოდ დარმოუდგენელია. მუდამ მიდის დავა, თუ რომელი გოლია საუკეთესო, რომელი უნდა ...

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი (თუ, საუკეთესო არა) საუკეთესო ჩემპიონატია და მას უდიდესი ისტორია აქვს. ფეხბურთის გულშემატკივარს მდიდარი ინგლისუ...

ფეხბურთი მრავალფეროვანი თამაშია. სიხარულს სინანული მოსდევს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. რომელია საუკეთესო გოლი? საუკეთესო საგოლე გადაცემა? საუკეთესო...

ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ იდეალურად შეთამაშებული წყვილები, თუ ტრიოები. მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების ტანდემები, რომლებმაც...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები