მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია

იტალიაში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე მათე გოქაძე კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

110 კილოგრამ წონით კატეგორიის ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა.

ქართველმა ფალავანმა იტალიაში 4 შეხვედრა გამართა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე გოქაძემ უნგრელ ადოლფ ბაშოს 6:2 მოუგო, მეოთხედფინალში მათემ ბელორუსს ილია შუმჩიკს 6:2 სძლია , ხოლო ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქ ომერ აიგულს აჯობა (4:2).

51 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დიმიტრი ხაჩიძემ მოიპოვა.

მედლისტვის ბრძოლაში ხაჩიძენ უკრაინელი სტრილჩუკი 5:1 დაამარცხა.

იტალიაში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე დღეს ოქროს მედლისთვის დათა ჩხაიძე იჭიდავებს, რომელიც ფინალში მოლდოველ გუტუს დაუპირისპირდება

ცხელი ამბები