მარტამ კლოზეს გადაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირია!
Aa
Aa

მარტამ კლოზეს გადაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირია!

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დამყარდა. ბრაზილიელი ლეგენდა - მარტა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მარტამ იტალიის ნაკრებს პენალტიდან გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავი მე-17-ედ გამოიჩინა, რითაც მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და მუნდიალის ყველა დროის ბომბარდირებში ერთპიროვნულად გალიდერდა.

 

ბრაზილიელებმა ამ გამარჯვებით 6 ქულა მოაგროვეს, ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. პირველი პოზიცია იტალიამ დაიკავა, ხოლო მეორე - ავსტრალიამ.

ამასთანავე, წინა ტურში ავსტრალიასთან გატანილი გოლით მარტა პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა - 2003; 2007; 2011; 2015 და 2019.

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მას მუნდიალი არასდროს მოუგია, საუკეთესო შედეგი კი 2007 წელს ჰქონდა, როცა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. მარტა "სელესაოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მას ჩატარებულ 146 მატჩში 112 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები