Aa
Aa

ფედერერმა ბალახის სეზონი გამარჯვებით გახსნა

როჯერ ფედერერმა ბალახის სეზონი გამარჯვებით გახსნა და ჰალეს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს 2 სეტში - 7:6; 6:3 მოუგო.

პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, ფედერერი უჩვეულოდ ბევრს ცდებოდა, საბოლოოდ კი საჭირო მომენტში მოუმატა, რასაც შედარებით იოლად მოგებული მეორე პარტია მოყვა.

„მხიარული როჯერი“ მომდევნო წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება, რომელმაც თანამემამულე ბენუა პერი 6:4; 7:5-ით დაამარცხა.

წარმატებით დაიწყო ტურნირი მისმა მოქმედმა ჩემპიონმა - ბორნა ჩორიჩმა. ახალგაზრდა ხორვატმა ხაუმე მუნარს საქმე 7:6; 6:3-ით მოუმთავრა და შემდეგ რაუნდში ჟოაო სოუზაზე გავიდა.

თავიანთი მატჩები იოლად მოიგეს დავიდ გოფენმა, რიშარ გასკემ და რობერტო ბაუტისტა-აგუტმა, გასკე და აგუტი 1/8 ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, გოფენი კი რადუ ალბოტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები