Aa
Aa

სებალიოსს + 45 მილიონი ფუნტი ერიქსენის სანაცვლოდ

მადრიდის „რეალი“ კრისტიან ერიქსენისთვის ბრძოლას განაგრძობს. დანიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემის“ დატოვება სურს და ბრიტანული პრესის ინფორმაციით „სამეფო კლუბი“ „დეზებს“ ახალ წინადადებას უმზადებს.

The Sun-ის ცნობით „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები გეგმავენ ლონდონელებს 45 მილიონ ფუნტთან ერთად დანი სებალიოსი შესთავაზონ. ეს უკანასკნელი 22 წლის პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელმაც სათამაშო დროის არ ქონის გამო, უკმაყოფილება რამდენჯერმე გამოხატა.

სებალიოსს მადრიდის დატოვებაზეა ორიენტირებული და საკუთარი გადაწყვეტილება ზინედინ ზიდანს უკვე ამცნო. „რეალის“ ხელმძღვანელებმა კი იდეალურ გამოსავალს მიაგნეს. „ტოტენჰემი“ დიდი ხანია ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებითაა დაინტერესებული, თუმცა ლონდონელებს გამოსასყიდი თანხის გადახდა სურდათ და არა ერიქსენის დათმობა.

„დეზების“ ხელმძღვანელობა დილემის წინაშე დგას და ყველაფერი ედენ აზარის საგას წააგავს. დანიელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუ „ტოტენჰემმა“ მის გაყიდვაზე უარს განაცხადებს, გაისად კრისტიანი ლონდონს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები