კრის პოლმა გაცვლა მოითხოვა
Aa
Aa

კრის პოლმა გაცვლა მოითხოვა

„ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკლავს, კრის პოლს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს. 34 წლის გამთამაშებელმა ტეხასელთა ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და გაცვლა მოითხოვა.

პოლს ჯეიმს ჰარდენთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ჰიუსტონიდან წასვლა სწორედ ამიტომ უნდა. თავის მხრივ ჰარდენმა „გოლდენ სტეიტთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „როქეთსის“ მმართველებს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა: „ან პოლი, ან მე“.

Yahoo Sports-ის ინფორმაციით განვლილ სეზონში იყო მომენტი, როცა აღნიშნული დუეტი ერთმანეთს ორი თვის განმავლობაში არ ესაუბრებოდა, რამაც თანაგუნდელებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. სეზონის დასრულების შემდეგ პოლმა პრობლემების მოგვარება და ურთიერთობის დალაგება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ჰარდენისგან პასუხიც კი ვერ მიიღო.

კრის პოლი უმაღლესი დონის კალათბურთელია, თუმცა გასულ სეზონში ჩვეული თამაში არ უჩვენებია. 34 წლის გამთამაშებელი პარკეტიდან 41. 9 პროცენტით უტევდა და პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების 35.8 პროცენტი გამოიყენა. იგი საშუალოდ 15.6 ქულას, 8.2 შედეგიან გადაცემას და 4.6 მოხსნას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ პოლი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებს და მისი მსურველი კლუბის მოძებნა ადვილი ნამდვილად არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები