ჩხეტიანი:''მეტოქეს 14 ლეგიონერი ჰყავს...''ორდაბასის'' თამაშს გავაანალიზებთ''
Aa
Aa

ჩხეტიანი:''მეტოქეს 14 ლეგიონერი ჰყავს...''ორდაბასის'' თამაშს გავაანალიზებთ''

2019-20 წლის ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის ''ორდაბასი'' კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ ქუთაისის ''ტორპედოს'' შეხვდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ''ტორპედოს'' პრესსამსახურს ესაუბრა.

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც.

"ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს "შერიფიდან" დაგვამახსოვრა. ასევე "ორდაბასის" ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს - ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია "ლუდოგორეციდან"...

ხვალ "გაგრასთან" სათასო მატჩი გვაქვს და ახლა მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ "ორდაბასის" მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს - "საბურთალოს", "დინამოსა" და "ჩიხურას" ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო."

პირველი მატჩი 11 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 18 ივლისს საქართველოში შედგება.

ფოტო: ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები