Mirror:
Aa
Aa

Mirror: "რეალმა" ხამესს ფასი დაადო!

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხამეს როდრიგესი, როგორც ჩანს ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური Mirror ავრცელებს, რომელიც ამბობს იმასაც, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელებმა კოლუმბიელს სატრანსფერო ფასიც დაადეს და ეს თანხა 60 მილიონი ევროა. 

ხამესის შესაძენად ყველაზე უფრო მონდომებულნი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" არიან.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი  "რეალში" 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები