„ვესტ ჰემის“ უცნაური მოთხოვნა! „ჩაქუჩებს“ მარსიალი სურთ
Aa
Aa

„ვესტ ჰემის“ უცნაური მოთხოვნა! „ჩაქუჩებს“ მარსიალი სურთ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხანია დაცვის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. „წითელი ეშმაკები“ ზაფხულში მაღალი დონის მცველის შეძენას შეეცდებიან და რამდენიმე ფეხბურთელს გულდასმით აკვირდებიან.

ერთ-ერთი მათგანი „ვესტ ჰემის“ 22 წლის უკანახაზელი, ისა დიოპია. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა „ჩაქუჩებს“ წინადადებით უკვე მიმართეს და ფრანგის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

ლონდონელებმა მანჩესტერელები უარით გაისტუმრეს და კონტრწინადადება წარუდგინეს. Daily Mail-ის ინფორმაციით „ჩაქუჩები“ დიოპის გასხვისებაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან!, თუ სანაცვლოდ ენტონი მარსიალს და გარკვეულ თანხას მიიღებენ.

დიოპი ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა, თუმცა რთული წარმოსადგენია „მანჩესტერმა“ ენტონი მარსიალი დათმოს. მარსიალი, რომელმაც სეზონის სტარტზე გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და „ოცნებათა თეატრს“ საკუთარი მომავალი 2024 წლამდე დაუკავშირა.

„ვესტ ჰემის“ ქმედება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აშკარაა, რომ „ჩაქუჩებს“ დიოპის გაყიდვა არ სურთ და მის შესანარჩუნებლად ყველა ხრიკს იყენებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები