ბელიუს ფავორიტი ტაისონ ფიურია!
Aa
Aa

ბელიუს ფავორიტი ტაისონ ფიურია! "უაილდერი ალბათ ყველა დროის ყველაზე ცუდი ჩემპიონია"

36 წლის ყოფილმა მოკრივემ, ტონი ბელიუმ ბრიტანულ გამოცემა Talksport.com-თან თანამედროვე კრივში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ბელიუმ საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გააჟღერა და განაცხადა, რომ მისი აზრით დღესდღეობით მძიმე წონით დივიზიონში საუკეთესო ტაისონ ფიურია.

„ფიურისთან შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ჩემი აზრით ტაისონს საუკეთესო ტექნიკა აქვს და ამ ასპექტში სხვებს ძალიან ბევრით უსწრებს. ფიური ნომერ პირველია, მაგრამ სრული დომინაციისთვის ძლიერი დარტყმა აკლია. ისეთი, როგორიც ენტონი ჯოშუას აქვს.

მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ყველა მოკრივეს რაღაც სისუსტე აქვს. დეონტეი უაილდერი ტექნიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გააჩნია და ამ ასპექტის გათვალისწინებით ალბათ ყველა დროის ყველაზე ცუდი ჩემპიონია.

ცუდად არ გამიგოთ. უაილდერს არ ვაკნინებ. დეონტეის უძლიერესი დარტყმა აქვს და თუ მოგარტყა აუცილებლად სასწრაფო დახმარების მანქანაში გაიღვიძებ. თუმცა აშკარაა, რომ თანამედროვეობის მუჰამედ ალი არ გვყავს. სამაგიეროდ ბევრი მაღალი დონის მოკრივის ჩხუბის ხილვა შეგვიძლია და ჩემი აზრით მათ შორის ფიური საუკეთესოა“.    

ცხელი ამბები