Aa
Aa

ტოჩინოშინი სტუდენტებს შეხვდა

კავკასიის უნივერსიტეტში ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სტუდენტებს და გულშემატკივრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქართველმა ოძეკიმ სუმოზე , მის წარმატებაზე , იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

მეორე ნაწილში ტოჩინოშინმა ფანების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას პირველი მოადგილე შინჯო სოიამა დაესწრო.

ქართველი ოძეკი თბილისში კვირის ბოლომდე დარჩება და მერე იაპონიაში გაემგზავრება , სადაც ნაგოია ბაშოსთვის მოემზადება.

 

ცხელი ამბები