MARCA - როდრი
Aa
Aa

MARCA - როდრი "ატლეტიკოს" ტოვებს

ესპანური გამოცემა, Marca იტყობინება, რომ როდრის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დარჩენა აღარ სურს და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზეა ორიენტირებული. მან საკუთარი გადაწყვეტილება მადრიდული კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, მიგელ ანხელ ხილ მარინს უკვე გააცნო და მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი პროექტში სურს მონაწილეობის მიღება.

როდრის მსურველთა რიგი უდგას, თუმცა მისი გადაბირების ყველაზე დიდი შანსი „სიტისა“ და „ბაიერნს“ აქვთ. Marca-ს ცნობით 22 წლის ნახევარმცველი უპირატესობას პეპ გუარდიოლას კოლექტივს ანიჭებს და სავარაუდოდ სწორედ „ეტიჰედ სთედიუმზე“ გადავა.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ როდრიმ „სიტი“ საფეხბურთო მიზეზების გამო აირჩია და ფინანსური მხარე არაფერ შუაშია. მას სჯერა, რომ გუარდიოლასთან ერთად სერიოზულ პროგრესსა და წარმატებას მიაღწევს.

„ატლეტიკომ“ ესპანელი ნახევარმცველის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. „როხიბლანკოს“ თავკაცი, დიეგო სიმეონე როდრის პირადად რამდენჯერმე გაესაუბრა და აუხსნა თუ გუნდისთვის რამხელა ძალას წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი გადარწმუნება ვერ მოახერხა.

აქვე დავძენთ, რომ გუარდიოლა 34 წლის ფერნანდინიოს შემცვლელს ეძებს და „ფურია როხას“ რიგებში 7-ჯერ ნათამაშები როდრი იდეალურ ვარიანტად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ "ქალაქელებმა" როდრისთან კონტრაქტი უკვე შეათანხმეს და მის სანაცვლოდ 62.5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები