The Telegraph - რაშფორდი
Aa
Aa

The Telegraph - რაშფორდი "მანჩესტერში" დარჩება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 21 წლის ფორვარდი, მარკუს რაშფორდი „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენას გეგმავს. ბოლო პერიოდში უცხოური პრესა „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ინტერესებზე წერდა, თუმცა როგორც ჩანს რაშფორდი არ აპირებს მშობლიურ კლუბს უღალატოს.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

რაშფორდი 6 წლიდან „მანჩესტერის“ ღირსებას იცავს და გასულ სეზონში „წითელი ეშმაკების“ მაისური 47 შეხვედრაში მოირგო. ინგლისელს ფენომენალური სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა „იუნაიტედის“ მესვეურები მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სავარაუდოდ გუნდიდან რომელუ ლუკაკუ წავა. ბელგიელს კარიერის „ინტერში“ გაგრძელებას უწინასწარმეტყველებენ და რაშფორდს ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

21 წლის თავდამსხმელს „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მანჩესტერელებს ხელშეკრულების 12 თვით გახანგრძლივება შეუძლიათ, მაგრამ როგორც ჩანს ამის საჭიროება არ შეიქმნება, რადგან მარკუსი გუნდში დარჩენაზეა კონცენტრირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები