Daily Star: კონტემ
Aa
Aa

Daily Star: კონტემ "ჩელსის" პირველი 50 მილიონიანი ტრანსფერი დაუკვეთა!

ლონდონის "ჩელსისა" და ანტონიო კონტეს ურთიერთობა გუშინ, მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც იტალიელმა სპეციალისტმა "ლურჯებთან" 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე შევა. 

ბრიტანული Daily Star-ის ინფორმაციით, კონტემ "არისტიკრატთა" მესვეურებს სასურველი ფეხბურთელების ნუსხა უკვე ჩამოუწერა, რომელშიც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას "ევერტონის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იკავებს. გამოცემის თქმით, "ჩელსი" ლივერპულელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა-სტერლინგს შესთავაზებს. 

ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ბელგიელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნების სურვილი ღიად გამოთქვა.

ასე რომ, ფეხბურთელის სურვილის გამო ამ ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო იზრდება და უნდა ითქვას, რომ არც თავად "ევერტონია" დიდად ლუკაკუს გაყიდვის წინააღმდეგი, მათ არაერთხელ მიანიშნეს, რომ სარფიანი შემოთავაზების პირობებში თავიანთ ლიდერს შეელევიან. 

22 წლის ლუკაკუ "ჩელსის" რიგებში 2011-2014 წლებში ირიცხებოდა და მხოლოდ 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ბელგიელი ამ პერიოდში ძირითადად, იჯარის წესით ინგლისის სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობდა.  


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები