Aa
Aa

დავით ყიფიანი - 68

დღეს დინამოს ლეგენდარული "ათიანის" – დავით ყიფიანის დაბადების დღეა! ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო 68 წლის გახდებოდა.

ყიფიანმა "დინამოს" რიგებში 1971-1982 წლებში იასპარეზა და 351 ჩატარებულ შეხვედრაში 126-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.  იყო სსრკ- ს ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ- ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. საქართველოს თასი დინამოს ლეგენდარული ათიანის სახელს ატარებს. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა.

გამოყენებულია "დინამოს" ფოტო და ვიდეომასალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები