Aa
Aa

"სპორტული ქორწილი" ტოსკანიაში - ვოზნიაცკიმ და ლიმ ურთიერთობა გააოფიციალურეს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი - კაროლინ ვოზნიაცკი და NBA-ს 2015 წლის ჩემპიონი - დევიდ ლი, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. ცერემონია ტოსკანიაში გაიმართა და მას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყვნენ: ანგელიკ კერბერი, აგნეშკა რადვანსკა და, რა თქმა უნდა, სერენა უილიამსი, რომელიც ვოზნიაცკის ახლო მეგობარია. ამერიკელი ვარსკვლავი ცერემონიას მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. რაც შეეხება ლის მხარეს, მან საკუთარ ქორწილში პაუ გასოლი, ჰარისონ ბარნსი და ტელეწამყვანი ჯესი პალმერი დაპატიჟა.

View this post on Instagram

Best weekend of my life ❤️

A post shared by Caroline Wozniacki (@carowozniacki) on Jun 16, 2019 at 11:31am PDT

"ჩემი ცხოვრების საუკეთესო უქმეები" - ასე დაასათაურა ვოზნიაცკიმ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ქორწილის ერთ-ერთი ფოტო, რომლის კომენტარებშიც მას დაქორწინებას საჩოგბურთო სამყაროს უამრავი წარმომადგენელი ულოცავს.

კაროლინ ვოზნიაცკიმ 2010 და 2011 წლები მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულა, თუმცა კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი 2018 წელს ავსტრალიაში მოიგო.

დევიდ ლიმ NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი 2015 წელს მოიპოვა, სხვადასხვა დროს კი "ნიუ იორკის", "გოლდენ სტეიტის", "ბოსტონისა" და "დალასის" ღირსებას იცავდა, აქტიური კარიერა კი 2017 წელს "სან ანტონიოს" რიგებში დაასრულა.

ცხელი ამბები