''გენტის'' პრეზიდენტი:''ჩაკვეტაძეს 25 მილიონადაც არ გავყიდი''
Aa
Aa

''გენტის'' პრეზიდენტი:''ჩაკვეტაძეს 25 მილიონადაც არ გავყიდი''

ბელგიური ''გენტის'' პრეზიდენტმა მიშელ ლუვაჟიმ გუნდის ლიდერების, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯონათან დევიდის შესაძლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა. ლუვაჟის თქმით ჩაკვეტაძისა თუ დევიდის გაშვებას 25 მილიონ ევროდაც არ დათანხმდება.

ლუვაჟის სიტყვებს voetbalprimeur-ი ავრცელებს.

მიშელ ლუვაჟი:''ჩვენი ჩანაფიქრია, რომ გუნდის ლიდერები შევინარჩუნოთ, თუმცა ზოგჯერ უძლური ხარ, როცა მოთამაშეს გუნდში დარჩენა არ სურს, რადგან მას სხვა ქვეყანაში გაცილებით მეტი თანხის გამომუშავება შეუძლიათ მაგრამ მე გაძლევთ გარანტიას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯონათან დევიდი და გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს არ დატოვებენ. მაშინაც კი თუ თითოეულის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს შემომთავაზებენ.''

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს გასული თვის დასაწყისში მუხლზე ოპერაცია ანტვერპენში ჩაუტარდა. 19 წლის ქართველი ტალანტი მოედანს სავარაუდოდ ოქტომბერში დაუბრუნდება.

ჩაკვეტაძეს 2018-19 წლების სეზონში ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა. მიუხედავად ამისა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები