მატა ''ოლდ ტრაფორდზე'' რჩება: მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს
Aa
Aa

მატა ''ოლდ ტრაფორდზე'' რჩება: მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

საფეხბურთო კლუბი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ხუან მატასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. AS-ის ცნობით მატა ინგლისურ კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. მოქმედი კონტრაქტით ესპანელ მოთამაშეს ''წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, თუმცა მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ ესპანური წყაროს ცნობით ინგლისური გრანდის ხელმძღვანელებმა მატას გუნდში დარჩენა კარიერის ბოლომდე შესთავაზეს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა.

7 ივნისს ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ მატას ახალი კონტრაქტის გაფორმების წინადადებით მიმართეს, მოლაპარაკების დაწყებიდან 10 დღეში კი შეთანხმება შედგა.

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ასევე დაადასტურა, რომ კლუბს ანდერ ერერა და ანტონიო ვალენსია დატოვებენ, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებათ. ერერა კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, ვალენსიას მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

მატა ''მანკუნიანელთა'' შემადგენლობაში 2014 წელს ლონდონის ''ჩელსიდან'' გადავიდა მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიოს გუნდში ესპანელს რეგულარულად თამაში არ უწევდა, თუმცა 2016 წელს პორტუგალიელი სპეციალისტი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი გახდა და მატასთან 2018 წლის ბოლომდე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები