Aa
Aa

საკი: "გუარდიოლას "იუვენტუსთან" კონტაქტი არასდროს ჰქონია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, მაურიციო სარის „იუვენტუსში“ დანიშვნა მოიწონა და 60 წლის სპეციალისტი პეპ გუარდიოლას, იურგენ კლოპისა და მაურისიო პოჩეტინოს დონეზე დააყენა.

საკიმ ასევე დაამატა, რომ პეპ გუარდიოლას ტურინულ კლუბთან კონტაქტი არასდროს ჰქონია.

„გუარდიოლას „იუვენტუსთან“ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მან მესიჯი მომწერა, რომელშიც მითხრა, რომ ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია და მასთან ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ეცდება.

სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა „იუვეს“ მხრიდან რევოლუციური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თუკი გუნდი უფრო მეტად აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს ითამაშებს, ეს მთლიანად იტალიურ ფეხბურთს დაეხმარება.

სარი იმავე დონის სპეციალისტია, როგორიც გუარდიოლა, კლოპი და პოჩეტინო არიან. სამივე მათგანს თამაშისა და მუშაობის ერთნაირი ხედვა აქვს“.

ცნობილი ფაქტია, რომ არიგო საკის, როგორც გუარდიოლასთან ასევე სარისთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ „ვეკია სინიორასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პრესა სარის სატრანსფერო პრიორიტეტებზე წერს, გამოცდილმა მწვრთნელმა ტურინელებს პსჟ-ს უკანახაზელის - მარკინიოსისა და „ინტერის“ ყოფილი კაპიტნის - მაურო იკარდის „ალიანც სთედიუმზე“ გადაყვანა დაავალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები