Aa
Aa

Globo - "ბარსელონას" მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში ნეიმარს შეიძენენ

„პარი სენ-ჟერმენის“ 27 წლის სუპერვარსკლავი, ნეიმარი „კამპ ნოუს“ უფრო და უფრო უახლოვდება. ფრანგული პრესა დიდი ხანია იუწყება, რომ „ნეი“ „პარკ დე პრენსზე“ საკუთარ მომავალს ვერ ხედავს და პარიზული კლუბი მზადაა სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში თავის ერთ-ერთ ლიდერს გამოემშვიდობოს.

ბრაზილიური ტელეარხი, Globo-ს ინფორმაციით „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა „პსჟ-ს“ მესვეურებთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გამართეს და დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში ნეიმარის ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ.

როგორც ირკვევა პარიზელებს 90 მილიონ ფუნტთან ერთად „ბარსას“ ფეხბურთელების მიღება სურთ. ჯერჯერობით კონკრეტული გვარები არ სახელდება, თუმცა ბრაზილიური გამოცემის ცნობით კატალონიელები სამ მოთამაშეს განიხილავენ - უსმან დემბელე, ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტი.

ნეიმარი „პსჟ-ში“ გადასვლამდე „ბლაუგრანას“ ღირსებას იცავდა და „კამპ ნოუს“ დატოვების მიუხედავად, „ბარსელონას“ ფეხბურთელები მის დაბრუნებას მიესალმებიან. კატალონიელთა გარდა „ნეის“ მიმართ ინტერესი მადრიდის „რეალმაც“ გამოხატა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ბრაზილიელმა კარიერის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაგრძელება გადაწყვიტოს. თანაც „სამეფო კლუბმა“ ედენ აზარი უკვე შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები