Aa
Aa

"მანჩესტერს" პოგბას გაშვება არ სურს - "იუნაიტედი" მეგა-წინადადებას ამზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა პოლ პოგბას შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს და აპირებს ფრანგ ნახევარმცველს მეგა-წინადადებით მიმართოს. 26 წლის ფეხბურთელმა „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა და განაცხადა, რომ ახალ გამოწვევებთან სურს გამკლავება.

პოგბას გადაბირებით მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულები, თუმცა „წითელი ეშმაკები“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დათმობას არ აპირებენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით „ოცნებათა თეატრის“ ბინადრები გეგმავენ ფრანგი ხელფასის გაზრდით დაიყოლიონ და თანახმა არიან მას კვირაში 500 000 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორს, ედ ვუდვარდს მიაჩნია, რომ პოგბა შეუცვლელი ფიგურაა და მისი შენარჩუნება კლუბის კომერციული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ბრიტანული გამოცემა დასძენს, რომ არის შანსი „იუნაიტედმა“ სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით „სამეფო კლუბმა“ „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თუმცა „წითელი ეშმაკები“ გაცილებით მეტს ითხოვენ და მინიმუმ 150 მილიონი ფუნტი სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები