Aa
Aa

"ტორონტომ" ჩემპიონობა აღნიშნა

„ტორონტო რეპტორზმა“ და მისმა ქომაგებმა პირველი ჩემპიონობა გრანდიოზულად აღნიშნეს. 17 ივნისს კანადაში საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელსაც დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაესწრო. მათ შორის ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდოც იყო.

ჩემპიონობისთვის მიძღვნილ ცერემონიას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. აღლუმის მიმდინარეობისას რამდენიმე გასროლა განხორციელდა და ორი ადამიანი დაშავდა.

კანადელმა სამართალდამცველებმა დამნაშავეების დაკავება მოახერხეს და მათ ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით მოტივებზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განვლილ სეზონში „ტორონტომ“ ჩემპიონობა „გოლდენ სტეიტის“ დამარცხებით დაისაკუთრა. „უორიორზსს“ რამდენიმე ლიდერი აკლდა, თუმცა ეს „რეპტორზის“ მიღწევას არ აკნინებს. კანადელებს ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში კავაი ლეონარდი დაეხმარა, რომელიც სუპერფინალური სერიის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები