Aa
Aa

U20: საქართველოს ნაკრების სასწაულებრივი გამარჯვება ფიჯისთან! ელიტაში ვრჩებით!

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში, კერძოდ კი როსარიოში მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 შეხვედრა ჩაატარა და ფიჯისთან სასწაული მატჩი მოიგო!

მეტოქე სწრაფადვე დაწინაურდა და შეიძლება ითქვას შეხვედრის პირველი ნახევარი მათი კარნახით მიმდინარეობდა.

ფიჯელები 8:0-ს იგებდნენ და ეს 57-ე წუთამდე გრძელდებოდა. მეორე ნახევრის სტარტზე მეტოქის მორაგბე ალივერტი ლოალოა მაღალი ბოჭვის გამო გაასინბინეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა წამოიწყო, რომელიც იოანე იაშაღიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და ტაბლოზე 7:8 დაფიქსირდა.

შეხვედრის ბოლო წუთები მთლიანად ქართველების იყო. მიუხედავად ცუდი ამინდისა და არასაურველი მინდვრისა ქართველმა მორაგბეებმა სასწაულის ჩადენა მაინც მოახერხეს.

როდესაც დრო უკვე გაწითლებული იყო საქართველოს ნაკრებმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ლელოს დადება მოახერხა. მისი ავტორი ვანო მარკაძე გახდა.

საბოლოოდ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩი 12:8 მოიგეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს! ბოლო შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო - Georgian Rugby

ცხელი ამბები