ნესტა
Aa
Aa

ნესტა "ფროზინონეს" გაწვრთნის

იტალიურ საფეხბურთო კლუბ "ფროზინონეს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ლეგენდარული ალესანდრო ნესტა დაიკავებს.

ნესტას "ფროზინონეში" წარდგენა ოთხშაბათისთვის დაანონსდა, თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ იგი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და "ჯალაძურის" უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას ეცდება.

43 წლის სპეციალისტი ბოლოს სერია B-ს კიდევ ერთ წარმომადგენელ "პერუჯას" წვრთნიდა, რომელიც დასაწინაურებელ ფლეი-ოფში გაიყვანა, მაგრამ იქ პირველსავე ეტაპზე, "ვერონასთან" დამატებით დროში დამარცხდა. ნესტა "პერუჯაში" მასიმო ოდომ შეცვალა.

რაც შეეხება "ფროზინონეს", გუნდმა სერია A-ს გასული გათამაშება მე-19 ადგილზე დაასრულა, სეზონის მიმდინარეობისას კი 2 მწვრთნელი გამოიცვალა - "ჯალაძურის" ჯერ მორენო ლონგო ავარჯიშებდა, დეკემბრიდან კი იგი მარკო ბარონიმ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები