ბექა ბურჯანაძემ
Aa
Aa

ბექა ბურჯანაძემ "გრან კანარიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე, ესპანურ “გრან კანარიაში” გადავიდა. ქართველმა ფორვარდმა კანარის კუნძულების გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბურჯანაძემ გასული სეზონი ესპანეთის უმაღლესლიგელ “დელტეკოში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა სან სებასტიანელებმა 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და EBA ლიგაში დაქვეითდნენ. 

ბურჯანაძეს გრანკანარიელებმა დაადგეს თვალი და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ბურჯანაძე გასულ სეზონში "დელტეკოში" საშუალოდ 11.2 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა, მომავალი სეზონიდან კი კანარის კუნძულების გუნდის მაისურით კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები