ტოტი:
Aa
Aa

ტოტი: "კონტემ "რომას" გაწვრთნაზე თანხმობა მითხრა"

"რომას" ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის, განცხადებით, ანტონიო კონტე "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე თანახმა იყო. მოვლენათა მსგავს განვითარებას ხელი კი "გლადიატორთა" ხელმძღვანელობამ შეუშალა, რომელთაც აღნიშნულ თანამდებობაზე პაულო ალეშანდრე როდრიგეშ ფონსეკა დანიშნეს.

"მე ანტონიო კონტეს ვესაუბრე და მან "რომას" გაწვრთნაზე თანხმობა მითხრა. თუმცა, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და იგი "ინტერში" წავიდა". - განუცხადა ტოტიმ იტალიელ რეპორტიორებს.

თავად ტოტიმ "რომადან" წასვლა ოფიციალურად დღეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას, ერჩივნა, მომკვდარიყო და იქვე დაამატა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა რომაელების წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს და მათი "სტადიო ოლიმპიკოდან" გაშვება სურს.

შეგახსენებთ, რომ "რომას" გასულ სეზონში ეუსებიო დი ფრანჩესკო წვრთნიდა, რომელიც მეორე წრეში კლაუდიო რანიერიმ ჩაანაცვლა, რამდენიმე კვირის წინ კი "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი პაულო ფონსეკამ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები