Aa
Aa

"უკეთესი იქნებოდა მოვმკვდარიყავი" - 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტოტიმ "რომა" დატოვა

"არასდროს წარმომედგინა, რომ ეს დღე დადგებოდა. ეს სიკვდილს ჰგავს, მართლაც უკეთესი იქნებოდა მოვმდკდარიყავი". - ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარი სახლი, "რომა", 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა.

ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, მას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა "ჯალოროსიდან" რომაელების გასაშვებად ყველაფერს აკეთებდა - "მათ სურთ, "რომა" რომაელების გარეშე". - აცხადებს "ერ პუპონე".

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ტოტიმ "გლადიატორთა" ბანაკის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლუბის მესვეურებთან რამდენიმე პრინციპულ და ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამ ყველაფერს უთანხმოება მოჰყვა და "ჩესკოს" ამერიკელი ფუნქციონერების მისამართით ხმის ამაღლებაც მოუწია.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ჯალოროსის" რიგები კიდევ ერთმა ნაღდმა რომაელმა, დანიელე დე როსიმ, დატოვა, რომელიც რომშია დაბადებული და ყველა საფეხბურთო ეტაპი სწორედ "მგლების" შემადგენლობაში გაიარა. ამჟამად გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელ მოჰიკანად ალესანდრო ფლორენცი რჩება, რომელიც ტოტისა და დე როსის მსგავსად, რომაელია და "რომას" თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია.

ფრანჩესკო ტოტი "რომაში" 1989 წელს მივიდა, კლუბის მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და "ჯალოროსის" ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. მან "გლადიატორებთან" ერთად 2001 წელს იტალიის სერია A მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები