Aa
Aa

"კონტრაქტზე ხელის მოწერა მისთვის არავის დაუძალებია" - ხელაიფიმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა!

პსჟ-ს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ვინმეს გუნდიდან წასვლა სურს, კარი ღია არის და შეუძლიათ წავიდნენ.

იმწამსვე ევროპული პრესა მბაპესა და ნეიმარის შესახებ ალაპარაკდა. ამჯერად, ხელაიფიმ თავისი გუნდის ლიდერებზე ცალ-ცალკე ისაუბრა, რამაც ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა.

მბაპეს შესახებ: მას უნდა, რომ ჩვენს პროექტში მონაწილეობა მეტად მიიღოს, რათა გუნდთან ერთად გაიზარდოს.

გამოიცვლის თუ არა ის გუნდს? 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მე 200%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება!“

ნეიმარის შესახებ: „მსურს, რომ ფეხბურთელებმა გუნდის მაისურის გამო ყველაფერი გაიღონ და კლუბის პროექტს შეუერთდნენ. ვინც ამას ვერ ხვდება, ან არ სურს რომ გაიგოს, მაშინ ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ.

რა თქმა უნდა, არსებობს კონტრაქტი (2022 წლამდე), რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტია.

კონტრაქტზე ხელის მოწერა ნეიმარისთვის არავის დაუძალებია, მასზე ზეწოლას არავინ ახდენდა. მას გათვითცნობიერებული ჰქონდა და ჩვენს პროექტსაც სწორედ ასე შემოუერთდა“.

როგორც ხედავთ, ნეიმარის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან ძალიან ახლოსაა და ბრაზილიელმა შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულშივე დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები