Aa
Aa

"ატლეტიკო" გრიზმანის შემცვლელს იფორმებს

16 ივნისს ლისაბონის „ბენფიკას“ 19 წლის ფორვარდი ჟოაო ფელიში მადრიდში იმყოფებოდა, სადაც „ატლეტიკოსთან“ ყველა დეტალი შეათანხა და მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში ის „როხიბლანკოს“ ფეხბურთელი გახდება.

ამ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. „ატლეტიკო“ ფელიშის გამოსასყიდ თანხას 120 მილიონ ევროს გადაიხდის და პორტუგალიელ ტალანტს გაიფორმებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ფელიშის შესაძლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საუბარია წელიწადში 6 მილიონ ევროზე.

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაო ფელიშის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი იჩენდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მას ხელში „ატლეტიკო“ ჩაიგდებდა, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი შანსია ეს რეალობად იქცეს.

შეგახსენებთ, რომ ფელიში 2015 წლიდან „ბენფიკას“ მეორე გუნდის რიგებში ირიცხებოდა. 2018 წელს კი ის პირველი გუნდის წევრი გახდა. მის ანგარიშზე 43 შეხვედრაში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები