L'Equipe: პსჟ მზადაა ამ ზაფხულს ნეიმარი გაყიდოს!
Aa
Aa

L'Equipe: პსჟ მზადაა ამ ზაფხულს ნეიმარი გაყიდოს!

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება და უკვე ნათელია, რომ წინ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული გველის.

გუშინ პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ ვინც რაიმეთი უკმაყოფილოა კარი ღია არის და შეუძლია გუნდი დატოვოს.

პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ პარიზელები ნეიმარის გასაყიდად მზად არიან, თუ ისინი შესაბამის წინადადებას მიიღებენ.

ეს უკვე სერიოზული ამბავია! როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის შეძენის სურვილს „ბარსელონა“ და „რეალი“ გამოთქვამენ. ბრაზილიელის გაფორმების მთავარი ფავორიტი კატალონიელები არიან.

წყარო ასახელებს სავარაუდო თანხასაც, რომლის გადახდაც ნეიმარის მსურველ კლუბებს მოუწევთ. საუბარია 198 მილიონ ფუნტზე.

მადრიდული AS-ი წერს, რომ ხელაიფის ამ მოულოდნელი განცხადების შემდეგ „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ბართომეუმ შესაძლოა პოზიცია და ხედვა შეიცვალოს და ნეიმარის დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყოს.

ბოლოს ბართომეუმ განაცხადა, რომ არსებული რეალობის მიხედვით ნეიმარის მათ რიგებში დაბრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა როგორც ხედავთ არსებული რეალობა უკვე საგრძნობლად შეიცვალა.

ესპანური Mundo წერს, რომ ნეიმარის აგენტი პინი საჰავი, რომელმაც ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა, ამჯერად მას ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება.

წყაროს თანახმად, საჰავი მოლაპარაკებებს „ბარსასთან“ და „რეალთან“ აწარმოებს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ „ბარსა“ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ გარკვეულ თანხასთან ერთად რაკიტიჩს, უმტიტისა და კოუტინიო-დემბელედან რომელიმეს შესთავაზებდა.

კატალონიელები მომგებიან სიტუაციაში იმყოფებიან. კლუბს ფინანსურად პრობლემა არ აქვს და პლუს ამას მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთა გადაბირებითაც პსჟ ინტერესდება.

აქვე გეტყვთ, რომ ლეო მესიმ რამდენიმე კვირის წინ Fox Sports-თან ინტერვიუში ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

ლეოს თქმით მას, სუარესს და ნაიმარს WhatsApp-ის ჯგუფი აქვთ, სადაც ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ესაუბრებიან.

"ჩვენ კვლავ გვაქვს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა და ამისთვის WhatsApp-ს ვიყენებთ. მას სამხრეთ ამერიკულ სახელს ვეძახით, სამი სუდაკა ან რაღაც მსგავსი."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები