ხელაიფი:
Aa
Aa

ხელაიფი: "თუ, ვინმე უკმაყოფილოა კარი ღია არის და შეუძლიათ წავიდნენ, ჩაო!"

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ პრესასთან ისაუბრა და მოულოდნელი, საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომელმაც ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

"თუ, ფეხბურთელთაგან ვინმე რაიმეთი უკმაყოფილოა კარი ღია არის და შეუძლიათ წავიდნენ, ჩაო!

მოთამაშეებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ყველაფერი სულ სხვაგვარად უნდა იყოს. მათ გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშონ, ისინი აქ დროის გასატარებლად არ არიან, თუ ვინმე არ მეთანხმება კარი ღიაა და შეუძლიათ წავიდნენ.

აღარ მინდა მეტი ვარსკვლავური "საქციელის" ნახვა. მივხვდი, რომ ცვლილებები აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გზა და მიმართულება არსად არ მიდის".

როგორც ესპანურმა Marca-მ გაარკვია, ხელაიფი ამ განცხადებაში მბაპეს არ გულისხმობდა და ის წამსვლელთა შორის ყველაზე ნაკლებად განიხილება. სამაგიეროდ, პრეზიდენტის კომენტარი ეხება ნეიმარს, რომელიც გუნდის ყველაზე "ხმაურიანი" და არასტაბილური წევრია.

ვნახოთ როგორი გაგრძელება მოჰყვება ხელაიფის ამ განცხადებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები