Aa
Aa

''მაპატიეთ, რომ ასე არ მოხდა'' - ჯანაშია ფინალს ტრავმის გამო დაემშვიდობა

აშშ-ში World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კონსტანტინე ჯანაშია ტრავმის გამო ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. ფინალში მეორე დავალების შესრულებისას ჯანაშიამ სამთავა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც ასპარეზობა შეწყვიტა.

ქართველმა სპორტსმენმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: ''მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ვიცი, რომ უმაღლეს შედეგს ელოდით... მაპატიეთ, რომ ასე არ მოხდა. სამთავა კუნთი გამიწყდა და ასპარეზობას გამოვეთიშე. იმედია, მალე დავბრუნდები და ისევ გავახარებ ჩემს ქომაგებს.''

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ჯანაშიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, თუმცა ფინალში ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა.

ცხელი ამბები