ოფიციალურად: კონტე
Aa
Aa

ოფიციალურად: კონტე "ჩელსის" მთავარი მწვრთნელია!

ბრიტანული გამოცემა skysports ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ოფიციალურად გახდა და იტალიელი სპეციალისტის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც მან "ლურჯების" ოფიციალურ საიტთან საუბრისას გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ, რომ "ჩელსიში" მუშაობის საშუალება მომეცა. ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული გაწვრთნის პატივი მერგო, ამ პოსტს კი "ჩელსის" მომხიბვლელი და საინტერესო გამოწვევა მოსდევს". - დაიწყო საუბარი კონტემ, რომელიც ინგლისურ ენის შემსწავლელ კურსს დაახლოებით 2 თვეა გადის. 

"ჩელსისა" და ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთს თვალს ყველა ადევნებს. ფანების თანადგომა, მათი და ჩემი ამბიციები, მჯერა წარმატებამდე მიგვიყვანს. იქამდე კი მინდა წარმატებას "სკუადრა აძურასთან" ერთადაც მივაღწიო". 

"მოხარული ვარ, რომ დღეს ამ განცხადების გაკეთების საშუალება მეძლევა, რომელიც ყოველგვარ ჭორებსა და სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს. მე ახლა კონცენტრირებული მხოლოდ იტალიის ნაკრებზე ვარ, "ჩელსისა" და მის გეგმებზე საუბარი კი "ევრო 2016"-ის დასრულების შემდეგ გავაგრძელოთ". - დაასრულა 46 წლის სპეციალისტმა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები