ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება: 3 მწვრთნელი დაკავებულია!
Aa
Aa

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება: 3 მწვრთნელი დაკავებულია!

ფოთში ტაეკვანდოს შეჯიბრისის მიმდინარეობისას ინცინდენტი დაფიქსირდა, რასაც სამართალდამცველთა მხრიდან სამი მწვრთნელის დაკავება მოჰყვა. დაკავებულთა განცხადებით ტაეკვანდოს ფედერაციას 7 წელია სულხან ბაბუაძე მართავს, რომელიც მოვალეობას თავს ვერ ართმევს.

როგორც Ipress-ი იუწყება დაკავებულები ფედერაციის პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან ბაბუაძე სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის სათანადო ნაბიჯებს არ დგამს. დაკავებულ მწვრთნელებს ბაბუაძესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათი განცხადებით ფედერაციის გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Ipress-ი კლუბ ''დოჯოს'' მწვრთნელ შოთა გოჩიაშვილის კომენტარს ავრცელებს:''ინციდენტი გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ, რაც წლებია პრობლემას წარმოადგენს. მწვრთმნელების 95% პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. პრეზიდენტი ყველაფერზე იგნორირებას გვიკეთებს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი , სადაც რეალურად მონაწიელობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს, თუმცა 60-მა სპორტსმენმა იასპარეზა.დიდი ხანია მასთან შეხვედრას ვითხოვთ , რომ ჩატარდეს ყრილობა , მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული არ ჩატარებულა. ვინ წყვიტავს და რას წყვიტავს საერთოდ არ ვიცით.წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან ფედერაციის წევრები.''

ცხელი ამბები