ხაბიბი
Aa
Aa

ხაბიბი "ბარსას" ქომაგთან ფოტოს არ იღებდა, სანამ... "თქვი ჰალა მადრიდ"

ყველასთვის ცნობილია, რომ UFC-ის სუპერვარსკლავი ხაბიბ ნურმაგომედოვი მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია.

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს, რომ ხაბიბი "ბარსელონას" ქომაგთან ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობს.

საბოლოოდ ნურმაგომედოვმა "ბარსას" ახლაგაზრდა ქომაგს "ჰალა მადრიდ" ათქმევინა და ფოტო მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღო.

ხაბიბმა რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთის შესახებ BT Sport-თან ისაუბრა და მისი შეხედულებები გაგვიზიარა.

"რიგითი გულშემატკივარი არ ვარ. ვთვლი, რომ ფეხბურთის ისტორია ძალიან კარგად ვიცი და ჩემი აზრით დღესდღეობით პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია.

"ლივერპული" ძალიან მომწონს. მახსოვს 2005 წლის ფინალს, რომელიც „ლივერპულსა“ და „მილანს“ შორის გაიმართა, დაღესტანში ვუყურებდი. ერთ-ერთ სტადიონზე დიდი ეკრანი იდგა და მატჩს ათასობით ქომაგი ადევნებდა თვალს.

„წითლები“ 3-0-ს აგებდნენ, თუმცა მჯეროდა, რომ ქამბექს შეასრულებდნენ. ქამბექი უნდა შეესრულებინათ, რადგან ეს გუნდი მე მომწონდა. მილან ბაროში, ვლადიმირ შმიცერი, იონ არნე რიისე, სამი ჰიიპია. ყველაფერი იდეალურად მახსოვს და რა თქმა უნდა სტივენ ჯერარდი!

მაშინდელი „ლივერპული“ საოცარი გუნდი იყო და ახლაც მშვენიერი კოლექტივი ჰყავს. ჩემპიონთა ლიგას და „ლივერპულის“ თამაშს თვალს დღესაც აქტიურად ვადევნებ, თუმცა მადრიდის „რეალის“ დიდი გულშემატკივარი ვარ“.

ცხელი ამბები