Aa
Aa

"დადგა მომენტი... ახალი გამოწვევების დროა" - პოგბამ "მანჩესტერიდან" წასვლა დაადასტურა!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა შუახაზელმა პოლ პოგბამ პრესასთან ისაუბრა და გუნდის შეცვლის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

"როგორც თქვენ თქვით, ამის შესახებ ბევრს საუბრობენ და ბევრს ფიქრობენ. "მანჩესტერში" 3 სეზონი გავატარე, როგორც ყველგან აქაც იყო კარგი და ცუდი მომენტები.

ამ ყველაფრის შემდეგ რაც ამ სეზონში მოხდა, რომელიც პირადად ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო, დადგა მომენტი და ვფიქრობ რომ ჩემთვის ახალი გამოწვევის მიღების დროა.

სწორედ ამაზე ვფიქრობ - მივიღო ახალი გამოწვევა და წავიდე სადმე".

შეგახსენებთ, რომ პოგბას სახელს "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებენ. ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტი პრემიერლიგის დატოვების შემთხვევაში მხოლოდ ლა ლიგაში ითამაშებს.

თვის ბოლომდე შესაძლოა პოგბას ახალი გუნდის სახელი ცნობილი გახდეს. მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ზინედინ ზიდანი იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები