ოფიციალურად: სარი ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელია
Aa
Aa

ოფიციალურად: სარი ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელია

საფეხბურთო კლუბ ტურინის ''იუვენტუსის'' მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. სარიმ, რომელმაც გასული სეზონი ლონდონის ''ჩელსიში'' გაატარა, ტურინულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარიმ ''ნისლიან ალბიონზე'' მხოლოდ 1 სეზონი იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით ''არისტოკრატები'' პრემიერლიგის ოთხეულში მოხვდნენ. ასევე სარის გაწვრთნილმა ''ჩელსიმ'' ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის ''არსენალი'' დაამარცხა.

2018-19 წლების სეზონის ინგლისის პრემიერლიგაში ''ჩელსი'' მესამე ადგილზე გავიდა. სარი მეორე ინგლისურ ტიტულთან ახლოს იყო, თუმცა ინგლისის ლიგის თასის ფინალში ''მანჩესტერ სიტისთან'' დამარცხდა.

60 წლის იტალიელ სპეციალისტს არაერთ იტალიურ გუნდში უმუშავია. სარი წვრთნიდა ''არეცოს,'' ''პერუჯას,'' ''პესკარას,'' ''ემპოლისა'' და ''ნაპოლის.''

2013-14 წლების სეზონში სარი ლევან მჭედლიძის ''ემპოლის'' წვრთნიდა და გუნდი სერია ბ-დან სერია ა-ში გადაიყვანა, რაც ცხადია წარმატებული შედეგი იყო, თუმცა ევროპაში მას შემდეგ გაიცნეს, რაც ''ნაპოლის'' ჩაუდგა სათავეში. 2016-17 წლების სეზონში სარი სერი ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები