ტოჩინოშინს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა:
Aa
Aa

ტოჩინოშინს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა: "შემდეგ ბაშოზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ"

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სამშობლოში დაბრუნდა. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა.

ტოჩინოშინმა განაცხადა:''ემოციები ისევ ისეთია, როგორც გასულ წელს, როცა აეროპორტში უამრავი ქომაგი დამხვდა. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. მათი მხარდაჭერა იაპონიაში მაძლიერებს.

გაზაფხულის ბაშო ძალიან რთული გამოვიდა, ოძეკის წოდება დაკარგული მქონდა და დაბრუნება მინდოდა. 15-დღიანი ტურნირის პირველი 10 დღე კარგად ჩავატარე, თუმცა მუხლის ტრავმა მივიღე, მენისკი ნახევრად გამიწყდა. ბოლო ხუთ შეხვედრაში ცუდად ვიჭიდავე, თუმცა მსაჯმა შეცდომა დაუშვა, რაც შემდეგ აღიარეს.

საერთო ჯამში მაისის ბაშო საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ღმერთის წყალობით ბოლო ხუთი შეხვედრიდან 1 მოვიგე და მიზანი შევასრულე.

ყველაფერი წინ არის, ჩემპიონობა დავკარგე, თუმცა ოძეკის წოდება დავიბრუნე. შემდეგ ბაშოზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ.''

შეგახსენებთ, გაზაფხულის ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევან გორგაძე ხუთ დღეს საქართველოში დაჰყოფს, შემდეგ კი იაპონიაში გაემგზავრება და ნაგოიას ბაშოსთვის მოემზადება, რომელიც ივლისის თვეში გაიმართება.

 

ცხელი ამბები