საქართველო ფინალშია და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა
Aa
Aa

საქართველო ფინალშია და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი 28:21 დაამარცხა.

ქართველი ხელბურთელები ფინალში კუბას შეხვდებიან, რომელმაც ნახევარფინალში ბულგარეთს 39:36 სძლია. მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა უპირველესი ამოცანა შეასრულა, მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიდ ბრიტანეთთან შეხვედრაში: თევზაძე 14/34, ცინცაძე 0/1 - ცხოვრებაძე 9/8 (6 პასი), ჩიქოვანი 8/4, გოგოლაძე 8/4, ორჯონიკიძე 6/3, რუსტამოვი 3/3, კბილაშვილი 3/2 (6 პასი), არსენაშვილი 4/2, დიხამინჯია 2/2, მიქავა 1/0, მერკვილაძე 1/0, კალანდაძე, იმნაძე - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

საქართველოსა და კუბას შორის ფინალური შეხვედრა 16 ივნიისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ცხელი ამბები