ჟორჟინიოს ისტორია:
Aa
Aa

ჟორჟინიოს ისტორია: "კვირაში 20 ევროდ ვცხოვრობდი... ჩემი აგენტი..."

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილო-იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავისი წარსულის შესახებ ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაიხსენა.

"ჩემმა აგენტმა ბრაზილიაში შემამჩნია და შემდეგ მის სკოლაში გადავედი, სადაც 2 წელი გავატარე. შემდეგ იყო მოლაპარაკებები "ვერონასთან" და მე თავი ყველაფერს კარგად გავართვი.

შემდეგ იქ რაფაელი გავიცანი და ასე დავმეგობრდით. მას ვუთხარი რომ კვირაში 20 ევროდ ვცხოვრობდი, შემდეგ მან მითხრა - "მოიცა, რაღაც სწორად არ არის". რაფაელმა მცირე გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ აგენტი ფულს ჩემი თანხმობის გარეშე იღებდა.

იმ მომენტში მე დანებება მინდოდა, მთლიანად გაკოტრებული ვიყავი. შემდეგ სახლში ატირებულმა დავრეკე, თუმცა დედაჩემმა მითხრა რომ ჩემი მიზნის მიღწევასთან ისე ახლოს ვიყავი, რომ უკან დაბრუნება არ შეიძლებოდა".

ჟორჟინიო 2010-2014 წლებში "ვერონას" რიგებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც "ნაპოლიში" გადაბარგდა, რომლის ღირსებას 2018 წლამდე იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები