ახალი თაობა მოდის! - შტუტგარტის ტურნირის ფინალში ალიასიმი და ბერეტინი შეხვდებიან
Aa
Aa

ახალი თაობა მოდის! - შტუტგარტის ტურნირის ფინალში ალიასიმი და ბერეტინი შეხვდებიან

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მამაკაცთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ახალი თაობის ორი წარმომადგენელი ითამაშებს - ფელიქს ოჟე-ალიასიმი და მატეო ბერეტინი! 

ოჟე-ალიასიმმა გზიდან ერნსტს გულბისი, ჟილ სიმონი და დასტინ ბრაუნი ჩამოიცილა, დღეს კი 1/2 ფინალში მილოშ რაონიჩს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კანადური ჯახი რაონიჩის უარის გამო არ შედგა.

აი რა შეეხება ბერეტინის, იგი ბრწყინვალე სათამაშო ფორმაშია და ფინალამდე გამართული ყველა მატჩი სუპერდამაჯერებლად, სეტის წაუგებლად მოიგო. იტალიელმა ნიკ კირგიოსი, მიომირ კეჩმანოვიჩი და დენის კუდლა ისე დაამარცხა, რომ არცერთი მათგანისთვის ბრეიკ-პოინტიც კი არ მიუცია, ხოლო დღეს გერმანელ იან-ლენარ შტრუფთან შედარებით რთული შეხვედრა გადაიტანა, თუმცა საბოლოოდ 6:4; 7:5 იმარჯვა.

23 წლის ბერეტინი ATP-ს ტურნირის მე-4 ფინალში ითამაშებს, მის ანგარიშზე 2 ტიტულია (ორივე 250-იანი), ხოლო 18 წლის ოჟე-ალიასიმისთვის მე-3 ფინალია და მას ჯერ საბოლოო წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები