დაუშვილი ქეცბაიას გუნდს უახლოვდება:''ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით''
Aa
Aa

დაუშვილი ქეცბაიას გუნდს უახლოვდება:''ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით''

კვიპროსული მედიის ცნობით ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისში'' გააგრძელებს. მხარეები შეთანხმებას ახლოს არიან და დიდი ალბათობით დაუშვილი კარიერას კუნძულზე გააგრძელებს.

კვიპროსული მედიის ცნობით ბექა მიქელთაძე ''ანორთოსისს'' დაემშვიდობა. ქეცბაიას გუნდში ახალ სეზონში ნიკა კაჭარავა, გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებენ. შესაძლოა მათ დაუშვილიც დაემატოს.

''ზესტაფონისა'' და ლვოვის ''კარპატის'' ყოფილმა ფეხბურთელმა 2018-19 წლების სეზონი უნგრულ ''ჰალადაშში'' გაატარა, თუმცა გაბორილ კირაისა და დაუშვილის გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. 43 წლის ლეგენდარულმა უნგრელმა მეკარემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, დაუშვილმა კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დაუშვილმა CrystalSport-თან საუბარში განაცხადა:''დაინტერესება ნამდვილად არის, თუმცა ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით.''

ბუბა დაუშვილმა ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარა, როდესაც ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა სლავენ ბილიჩის ხორვატია ''დინამო არენაზე'' ლევან კობიაშვილის გოლით დაამარცხა.

30 წლის ბუბა დაუშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა. 2017 წლის შემდეგ ვლადიმირ ვაისს დაუშვილი ეროვნულ გუნდში არ მიუწვევია.

მთავარი ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები