რონალდუმ სეზონი შეაჯამა:
Aa
Aa

რონალდუმ სეზონი შეაჯამა: "დაუვიწყარი იყო! გავხდი პირველი მოთამაშე, რომელმაც..."

კრიშტიანუ რონალდუმ 2018-2019 წლების სეზონი შეაჯამა და საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან მილიონობით გულშემატკივარს მიმართა.

"როგორი დაუვიწყარი სეზონი იყო! ახალი გამოწვევა, უდიდესი კლუბი, ახალი ქალაქი, და კიდევ სამ ტიტული!

იუვენტუსის ქომაგებს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, თუ როგორადაც დამხვდნენ ისინი და როგორც მიმიღეს.

თქვენ ჩვენი წარმატების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხართ. მადლობა კლუბის ყველა ქომაგს მსოფლიოს ყველა წერტილში.

მადლობა ასევე პორტუგალიელ ქომაგებს, რომლებმაც ჩვენს მიერ მოგებული მორიგი ისტორიული ტიტულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშეს.

თქვენ ჩემს გულში ყოველთვის დაიკავებთ განსაკუთრებულ ადგილს!

ასევე, შეუძლებელია დავივიწყო ის მიღწევები რომლებიც 2019 წელს მქონდა:

გამარჯვების გოლი იტალიის სუპერთასის მატჩში.

მოვიგე სერია ა და გავხდი ტურნინრის საუკეთესო მოთამაშე, ასევე 21 გოლი.

მოვიგე ერთა ლიგა და შევასრულე ჰეთ-თრიკი.

გავხდი პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი მოიგო და 125 გოლი გაიტანა.

გავხდი პირველი მოთამაშე, რომელმაც უეფას 10 ტურნირის მოგება შევძელი.

გავხდი პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ ყველა სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გოლის გატანა შეძლო:  მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, ერთა ლიგა.

პირველი მოთამაშე, რომელმაც საკუთარი ნაკრების მაისურით ყველა ტურნირის ფინალურ ეტაპზე შევძელი გატანა, 2004-დან 2019 წლამდე.

მომავალ შეხვედრამდე. მალე ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ ახალი საინტერესო გამოწვევებისთვის. თქვენი იმედი მაქვს!"

განვლილ სეზონში რონალდუს მართლაც ბევრი შთამბეჭდავი მიღწევა დაუგროვდა, თუმცა ბუკმეიკერები მას 2019 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში უშანსოდ თვლიან და 3 საუკეთესო მოთამაშეს შორისაც არ ასახელებენ. კრიშტიანუს ამის მიღება ძალიან გაუჭირდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ახალი სეზონიდან თამაშს უდიდესი შემართებით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები