აზარი ''ბერნაბეუზე'' 68 000-იანი ღირებულების საათით გამოცხადდა
Aa
Aa

აზარი ''ბერნაბეუზე'' 68 000-იანი ღირებულების საათით გამოცხადდა

მადრიდის ''რეალმა'' ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი წარადგინა. ''სამეფო კლუბის'' ახალწვეული პრეზენტაციაზე ძვირადღირებული საათით გამოცხადდა. მას ხელზე 18-კარატიანი Richard Mille RM016-ის მოდელის საათი ეკეთა. ინფორმაცია ესპანურმა Marca-მ გაავრცელა.

View this post on Instagram

Playing his Final Game for Chelsea and Winning the 2019 Europa League Cup, Eden Hazard; was spotted wearing an 18KT White Gold Richard Mille RM016 Set with Factory Diamonds around the Case. ⌚️⚽️ @hazardeden_10 ••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••Price -UK List Price-£80,000 #CelebWatches ••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• #watch #watches #celebrities #celebrity #fashion #patek #rolex #richardmille #rolexgang #timepiece #instawatch #audemars #richlife #rich #wealth #money #hazard #chelsea #europa ••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• Like✔Comment ????Tag Friend???? Follow! Thanks to @umar_sakha1 for the spot????

A post shared by Celebrity Watch Spotter™ ⌚️ (@celebwatchspotter) on May 29, 2019 at 3:46pm PDT

როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, საათის ღირებულება 60 000-დან 68 000 ევრომდე მერყეობს.

აზარი „ბლანკოსში“ 113 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, კლუბთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი „ჩელსის“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი 5 წლის განმავლობაში ფრანგული „ლილის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება პრესკონფერენციას, აზარმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ფრანგულად ვილაპარაკებ, ესპანურად საუბარი ცოტა მიჭირს. მოუთმენლად ველი "რეალის" მაისურს როდის მოვირგებ და მის ღირსებას დავიცავ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო და ახლა აქ ვარ.''

''რეალში'' აზარის წლიური ხელფასი 11 მილიონ ევროს შეადგენს. სახელფასო შემოსავლით აზარი გუნდში მხოლოდ სერხიო რამოსს ჩამორჩება, რომელმაც შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში გუნდი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები