კლეი ტომპსონმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
Aa
Aa

კლეი ტომპსონმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ პრობლემებს დასასრული არ უჩანს. „ტორონტოსთან“ სუპერფინალური სერიის წაგების შემდეგ „მეომრების“ ქომაგებმა კიდევ ერთი საშინელი ინფორმაცია შეიტყვეს.

ESPN-ის მიხედვით კლეი ტომპსონმა მარცხენა მუხლში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და პარკეტის მიღმა საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ მომდევნო სეზონში „გოლდენ სტეიტს“ რომ სერიოზული პრობლემები ექნება აშკარაა.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონი 2018-19 წლების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. კლეის სუპერ მაქსიმალური კონტრაქტი უნდოდა, მაგრამ მიღებული ტრავმა მის სურვილებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. არადა ტომპსონის გადაბირებით ძალიან ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული.

29 წლის მოთამაშემ გასული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო მსროლელად ტყუილად არ მიიჩნევა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები