le10sport - კლოპი მზადაა სალაჰს შეელიოს, თუ...
Aa
Aa

le10sport - კლოპი მზადაა სალაჰს შეელიოს, თუ...

იურგენ კლოპის "ლივერპულმა" გასული სეზონი ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას მაინც აპირებს. ფრანგული გამოცემა, le10sport გერმანელი სპეციალისტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ კლოპს „ლილის“ პერსპექტიული ფეხბურთელის, ნიკოლა პეპეს შეძენა სურდა და როგორც ჩანს იურგენი მზადაა მიზნის მისაღწევად დიდი მსხვერპლი გაიღოს.

le10sport-ის მიხედვით იურგენი თანახმაა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მოჰამედ სალაჰს შეელიოს, თუ ნიკოლა პეპეს ტრანსფერის გარანტიას მიიღებს. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კლოპს ეგვიპტელ ფეხბურთელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა მომდევნო სეზონში სალაჰი სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ.

მოჰამედის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს. ცოტა ხნის წინ „იუვენტუსის“ შესახებ იწერებოდა, თუმცა სავარაუდოდ ყველაზე დიდი ინტერესი მადრიდის „რეალს“ აქვს. „სამეფო კლუბმა“ ტრანსფერებზე უკვე სარეკორდო თანხა დახარჯა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს.

ზინედინ ზიდანი ეგვიპტელის თამაშით მოხიბლულია და დარწმუნებულია, რომ მისი ტრანსფერი „ლოს ბლანკოსს“ წაადგება. ასე რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები ფრანგი სპეციალისტის გასაბედნიერებლად ყველაფერს გააკეთებენ.         

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები