სპალეტი ფეხბურთისგან დაისვენებს და საკუთარ ღვინოს გამოუშვებს
Aa
Aa

სპალეტი ფეხბურთისგან დაისვენებს და საკუთარ ღვინოს გამოუშვებს

მილანის "ინტერის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის არასაფეხბურთო გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ღვინის გამოშვებას აპირებს. 60 წლის სპეციალისტი ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს და მშობლიურ ქალაქ ჩერტალდოში იმყოფება.

სპალეტი პრესის წარმომადგენლებს სწორედ ჩერტალდოში გაესაუბრა და სამომავლო გეგმებზე ასეთი რამ უთხრა: "მშობლიურ ქალაქში დავრჩები, რომელიც მშვიდი ადგილია. ასევე, საკუთარი ღვინის დამზადებას ვაპირებ, რისთვისაც ახლა უამრავი დრო მაქვს". - ამბობს "ნერაძურის" ყოფილი თავკაცი.

რამდენიმე დღის წინ იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, რენცო ულივიერიმ, განაცხადა, რომ სპალეტის ოცნება ფლორეცნიულ კლუბში მუშაობაა. ეს კი მას შემდეგ თქვა, რაც გამოცდილი მწვრთნელი პრესამ "ფიორენტინასთან" დააკავშირა.

ლუჩიანო სპალეტი ჩერტალდოშია დაბადებული, ეს პატარა ქალაქი კი ფლორენციიდან 22 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სპალეტის "ფიორენტინაში" არასდროს უმუშავია, სამაგიეროდ, ამ გუნდის მთავარ მტერ "ემპოლის" 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები