Aa
Aa

რაბიო "იუვეში"?

„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო უახლოეს მომავალში „პარკ დე პრენსის“ დატოვებას გეგმავს. 24 წლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უარი განაცხადა და ახალ ნავსაყუდელს ეძებს.

რაბიოს საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე კლუბს სურს. უცხოურ პრესაში საუბარი „ბარსელონაზეც“ იყო, თუმცა როგორც ჩანს 24 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ დაწინაურდა.

ადრიენი ამჟამად შვებულებაში იმყოფება და იტალიაში ისვენებს. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მომენტით ისარგებლეს და მას ინტერვიუ ჩამოართვეს. Corriere dello Sport-თან და Tuttosport-თან საუბრისას რაბიომ სამომავლო გეგმების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა და „ალიანც სთედიუმზე“ გადასვლა არ გამორიცხა.

„მართალია! „იუვესთან“ მოლაპარაკებებს ნამდვილად ვაწარმოებ. „იუვენტუსი“ დიდი კლუბია, რომლის რიგებში თამაშიც ყველა ფეხბურთელს სურს“.

რაბიო 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბებისგან მიღებულ წინადადებების განხილვას სწორედ ამ დღიდან დაიწყებს. რაც შეეხება „იუვეს“, ტურინელებს მშვენიერი შანსი აქვთ აარონ რემზის შემდეგ კიდევ ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი უსასყიდლოდ გადაიბირონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები